დამგეგმავი ორგანო: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა გომისმთაროგორც თქვენთვის ცნობილია, 2018 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ნაწილი – ამავე კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ პროცედურის გავლა სავალდებულოა იმ სტრატეგიული დოკუმენტისთვის, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტს, რომლითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო კოდექსით განსაზღვრულ სექტორებში (სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი, ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების მართვა, ელექტრონული კომუნიკაციები, ტურიზმი, დაგეგმარება და სივრცითი მოწყობა) და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.
სკოპინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს.
გაცნობებთ, რომ 2021 წლის 28 სექტემბრის №36-362127125 წერილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოადგინა „დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმის“ პროექტის სკოპინგის განცხადება და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი, რის საფუძველზეც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენობის სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სტრატეგიულ დოკუმენტსა და სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით (იხ. ელ ბმული https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33310). ამასთან, სამინისტროს 2021 წლის 19 ოქტომბრის №10861/01 წერილით დამგეგმავ ორგანოს ეცნობა წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზებისა და „დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმის“ პროექტის სკოპინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე (იხ. ელ. ბმული – https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33364).
გაცნობებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 8 ნოემბრის №36-362131274 წერილის საფუძველზე, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით სამინისტროს მიერ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge