საქართველოს მთავრობის 2022 წლის 01 თებერვლის N51 ბრძანების შესაბამისად დაიწყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2022 წლის საგაზაფხულო გაწვევა.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2022 წლის საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში გასაწვევ წვევამდელთა რაოდენობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის განისაზღვრა 98 წვევამდელით.კერძოდ:
-
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში – 24 წვევამდელი.
-
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში – 60 წვევამდელი.
-
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში-14 წვევამდელი.