საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ივლისის N474 ბრძანების შესაბამისად დაიწყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საშემოდგომო გაწვევა.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საშემოდგომო გაწვევის პერიოდში გასაწვევ წვევამდელთა რაოდენობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის განისაზღვრა 102 (ას ორი) წვევამდელით.კერძოდ:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში – 23 წვევამდელი.
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში – 60 წვევამდელი.
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში-19 წვევამდელი.