უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ოზურგეთში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება დაიწყო.
მეგობარი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყო, რომელიც გათვალისწინებული იქნება პირველადი მოხმარების აუცილებელი სამედიცინო ნივთებისა და არამალფუჭებადი პროდუქტების შესაძენად.
ნებისმიერ მოქალაქეს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქვთ შესაძლებლობა, უკრაინელი ხალხისთვის განკუთვნილი შემოწირულობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში – სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მიიტანონ.
აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ:
ოზურგეთის მერია – 557 220 740;
ასევე გახსნილია სახაზინო კოდი, სადაც დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა: 300908800
ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში საქართველოს მთავრობის დახმარებით გაიგზავნება.
მსგავსი სტატიები