ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ოზურგეთის მერს ავთანდილ თალაკვაძეს შეხვდა.
„პოზიტიური შეხვედრა მქონდა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორთან და ამავე ცენტრის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერასა და სამომავლო გეგმებზე. ასევე, მიმდინარე წელს ეროვნულ ფესტივალში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობაზე.
ჩვენ, #ერთად არაერთ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ, რაც ხელს შეუწყობს ფოლკლორის პოპულარიზაციას,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.