კომისიების სხდომები

საკრებულოს დარგობრივ კომისიებში 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.
კომისიებმა დეტალურად განიხილეს შესრულების ძირითადი პარამეტრები, შემოსავლები და ხარჯები, ისაუბრეს პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულებასა და ნაშთებზე. დამტკიცდა დასკვნები.
2021 წელს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის კომისიების განხილვის მომდევნო საკითხი იყო. კომისიებმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც კომისიების შემდეგ საკრებულო იმსჯელებს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშია, რომელიც 2019-2020 წლების პერიოდს ეხება.

მსგავსი სტატიები