ოზურგეთის მერის მოადგილეები გიორგი ღურჯუმელიძე და ნათია გოლიაძე, დღეს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსს მადონა ბასილაძეს და გურიის ოფისის წარმომადგენელს თამარ ოგანოვას შეხვდნენ.
შეხვედრაზე სოციალურ საცხოვრისებში არსებულ მდგომარეობაზე, ინფრასტრუქტურულ, ნარჩენების მართვისა და მიუსაფარი ცხოველების საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
მხარეებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციები გაცვალეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.