ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ახალ პროექტში ერთვება – ამ მიზნით დღეს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, OGP_Local -ის კოორდინატორთან, საკრებულოს აპარატის უფროსთან, ნანა თავდუმაძესთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
„მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობის გამჭვირვალობის ინოვაციური მექანიზმები“ NDI-ის მხარდაჭერილი პროექტია, რომლის განხორციელებასაც ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვგეგმავთ.
სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები დაგვეხმარება სწორად დავგეგმოთ მუნიციპალური პოლიტიკა. გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ღიაობისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, რაც OGP-ის ახალ ვალდებულებებშიც აისახება. მოხარული ვარ, რომ ოზურგეთი ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად გასულ წელს აირჩიეს“,- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
იხ. OGP_Local – ოზურგეთის შესახებ: https://www.opengovpartnership.org/…/ozurgeti-georgia/…