„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები კონჭკათში, მერიაში, თხინვალში, შრომასა და დაბა ურეკში ჩატარდა.
ოზურგეთის მერის მოადგილეებმა ნიკა ბოლქვაძემ და ნათია გოლიაძემ, სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ თანამოქალაქეებისგან ინფორმაცია მოისმინეს და ადგილობრივებს პროგრამით დასაფინანსებელი პროექტები გააცნეს.
საკონსულტაციო შეხვედრებზე, ადგილობრივებმა ბეტონის გზების, გარე განათებების, ამბულატორიის, სკვერის, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ატრაქციონების შეძენა, სპორტული მოედნისა და ცენტრის მოწყობა აირჩიეს.