ოზურგეთში, დაბა ურეკში, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს წევრებთან ერთად, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, ის უკრაინული ოჯახები მოინახულეს, რომელთაც ომის გამო, საკუთარი ქვეყნის დატოვება მოუწიათ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„მნიშვნელოვანია სოლიდარობა და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ. ოზურგეთლების, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერით, უკრაინელ ოჯახებს სხვადასხვა სახის პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, მედიკამენტები გადავეცით. მსურს სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, მართლაც აჩვენეს სოლიდარობის კარგი მაგალითი. დასაფასებელია როცა სოფლები, ქალაქი, მუნიციპალიტეტი ერთიანდება და გამოხატავს თანადგომას ჩვენი მეგობარი ერის მიმართ“ – საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.
მსგავსი სტატიები