ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, უკრაინის მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებიც დაბა ურეკში იმყოფებიან.
„დღეს, საკრებულოს წევრებთან ერთად მოვინახულეთ ჩვენი მეგობარი უკრაინელები და მათ თანადგომა გამოვუცხადეთ. გადავეცით საკვები პროდუქტები და მივიღეთ ინფორმაცია, თუ რა სახის დახმარება ესაჭიროებათ მათ ამ ეტაპზე. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას!“- აღნიშნა ნათია გოლიაძემ.