ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და ააიპ-ების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე განიხილეს:
დასაქმების პოლიტიკა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 1-ლი მარტიდან ამოქმედდა. ამ მასშტაბური პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები;
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და სოციალური პროექტები;
ქუჩების სახელდების და დამისამართების საჭიროებები;
საბინაო და სხვა სოციალური საკითხები, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ.
ეს ის საკითხებია, რომელსაც 2 საათიანი შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმო.