მიგრაციის თემაზე ოზურგეთში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელს, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ოზურგეთისთვის აქტუალური საკითხები, სოციალური და ეკონომიკური პრიორიტეტები. ასევე, ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე და პრობლემების მოგვარების გზებზე; დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის მხარდამჭერ პროგრამებსა და დასაქმების ხელშეწყობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ „შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა“ და ევროპის განყოფილების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების რეგიონალური და ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები.