ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, ოზურგეთში უკრაინელი მოქალაქეები მოინახულეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ სხვადასხვა სახის პროდუქტი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მედიკამენტები გადასცეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„დაბა ურეკში ის უკრაინული ოჯახები მოვინახულეთ, რომელთაც ომის გამო, საკუთარი ქვეყნის დატოვება მოუწიათ. კიდევ ერთხელ, გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ამ რთულ ვითარებაში, ჩვენ მეგობრების გვერდით ვდგავართ!“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.