დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის კომისიების სხდომები ჩატარდა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა 2022 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებს გაეცნენ, რომელიც კომისიის თავმჯდომარე გელა ჩავლეშვილმა წარუდგინა. მისივე განმარტებით ცვლილებები ძირითადად ეხება ცენტრალური ბიუჯეტიდან შემოსულ თანხებს.
ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების ქსელში არსებული მდგომარეობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია; სხდომის თავმჯდომარემ ბექა თოიძემ ინფორმაცია მიაწოდა კომისიის წევრებს ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირებაში არსებული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნა, რომ მდგომარეობა არასახარბიელოა და გსატარებელია ღონისძიებები. მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, მდგომარეობის გამოსწორების მიზნით დაწყებულია მუშაობა;
განიხილეს მერიის მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტი-„ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი საავტომობილო გზების სიის დამტკიცების, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის დაგეგმარების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 ივლისის N48 განკარგულებაში
ცვლილებიის შეტანის თაობაზე“. კომისიის წევრებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ მხარი დაუჭირონ წარმოდგენილი პროექტის საკრებულოსა და ბიუროს სხდომებზე წარდგენას განხილვა- დამტკიცების მიზნით.
კიდევ ერთი პროექტი, რომლის საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცებას დაუჭირა მხარი კომისიამ „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხრდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცებას” ეხება.
მსგავსი სტატიები