ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.
საკრებულომ მიიღო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების შესახებ დადგენილების პროექტი. კენჭი უყარა გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას.
საკრებულომ დაამტკიცა მერიის, მერიის სამსახურების დებულებებსა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტები.
საკრებულომ, ასევე, მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხადაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ განკარგულების მიღებას.
მსგავსი სტატიები