ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
საკრებულო განიხილავს ა(ა)იპ პარკირების მართვის ცენტრი“-ს ლიკვიდაციის მიზანშეწონილობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების პროექტს. ასევე განკარგულების პროექტებს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
დღის წესრიგში აისახა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-თ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა წრის განსაზღვრის შესახებ დადგენილების პროექტიც. საკრებულოს წევრები გადაწყვეტილებას მიიღებენ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზეც.
მსჯელობის საგანი იქნება საკრებულოს რეგლამენტსა და სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულებაში შესატანი ცვლილებებიც.
საკრებულოს სხდომა 15 ივნისს 11:00 საათაზე გაიმართება.
მსგავსი სტატიები