დღეს ოზურგეთის საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე, აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიების სხდომები გაიმართა.
ინფრასტრუქტურის კომისიამ ა(ა)იპ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარკირების მართვის ცენტრი“-ს ლიკვიდაციის მიზანშეწონილობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელა. როგორც სხდომაზე აღინიშნა დაგეგმილია ძირეული რეფორმა, შემდგომი ღონისძიებების შესახებ ინფორმირება ეტაპობრივად მოხდება.
აგრარულ საკითხთა კომისიის წვრებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს. აგრეთვე გაეცნენ, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების შესახებ, საკრებულოს დადგენილებაში შესატან ცვლილებებს.
კომისიებმა დასკვნები დაამტკიცეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს საკითხების აკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცება.
მსგავსი სტატიები