საკრებულოში, დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიების სხდომები გაიმართა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან დასაგეგმი წლის საბიუჯეტო განაცხადების მერიაში წარდგენის გეგმა-გრაფიკისა და დასაგეგმის სამი საბიუჯეტო წლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენის მიზნით, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
საფინანსო , ასევე განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიების წევრებმა გენდერული ბიუჯეტირებაც განიხილეს. კომისიებმა 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში გათვალისწინებული გენდერული ასპექტები მიმოიხილეს და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში მისი გათვალისწინების აუცილებლობაც აღნიშნეს.
კომისია გაეცნო, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ პროექტის „კარგი მიმართულება გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების საჭიროებებისა და მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასებას ეხება.
მსგავსი სტატიები