ოზურგეთის საკრებულოს აგრარულ საკითხთა კომისიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 384 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე განკარგულების პროექტი განიხილა. კომისიამ დადებითი დასკვნა დაამტკიცა და მიზანშეწონილად მიიჩნია პროექტის საკრებულოსა და ბიუროს სხდომებზე წარდგენა, განხილვისა და დამტკიცების მიზნით.
საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიამ ოთხ საკითხზე იმსჯელა. კომისიამ იმსჯელა ,,უსახლკარო პირების მიერ მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ფართის მიზანმიმართულად გამოყენების და მობინადრეთა მიერ მათი ექსპლუატაციის მდგომარეობის“ შესახებ. საკრებულოს წევრებმა საკითხის შესახებ დეტალური ინფორმაცია მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისგან მიიღეს. აღინიშნა, რომ სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულ, უსახლკარო მრავალბინიანი სახლების საცხოვრებლად გამოუსადეგარ ბინაში მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასების, შერჩევის, მათი საცხოვრისით უზრუნველყოფის კრიტერიუმების დადგენის და გადაცემული ფართის სარგებლობის ფაქტის მონიტორინგის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი არის სამუშაო ჯგუფი. მონიტორინგის მიმდინარეობისას გამოიკვეთა რიგი პრობლემები, რომელიც ეტაპობრივად ეცნობება კომისიას.
კომისიამ განიხილა ჭანიეთურის, ციხისფერდის, კონჭკათის და ქ. ოზურგეთში წმინდა გიორგის ქუჩის N II ჩიხის მცხოვრებთა ერთობლივი განცხადებები. კორესპოდენცია საგზაო ინფასტრუქტურის მოწესრიგებას ეხება. აღნიშნული განცხადებები შემდგომი რეაგირებისათვის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება.
მსჯელობის საგანი იყო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა, პარკირების სფეროს მართვის უფლების პირობიანი აუქციონით გადაცემის თაობაზე. როგორც კომისიის თავმჯდომარე ბექა თოიძემ განმარტა წერილს არ ახლავს პროექტი, ანალიზი და დასაბუთება. აღნიშნა, რომ მხოლოდ იდეის არსობრივ განხილვაში კომისია მონაწილეობას ვერ მიიღებს.
მსგავსი სტატიები