ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ჰელმთან (პოლონეთი) Miasto Chełm გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ქ. ჰელმს ოზურგეთის დელეგაცია სტუმრობდა.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ხომერიკთან და აპარატის უფროს ნანა თავდუმაძესთან ერთად, ვიზიტის ფარგლებში MPGK Chełm დაწესებულებები მოინახულა. მათ შორის: ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამედიცინო სიმულაციის ცენტრი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.
ასევე, დელეგაციის წევრებმა პოლონეთის რესპუბლიკის პირველ ლედის აგატა კორნჰაუზერ-დუდასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს 2021/2022 სასწავლო წლის საზეიმო დახურვაში.
ვიზიტის დროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაიგეგმა ერთობლივი საქმიანობა და ახლი პროექტები.
მსგავსი სტატიები