დაზგური გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენა

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვით ხელოვნების ცენტრში, დაზგური გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენა გაიმართა.

გამოფენას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

საერთაშორისო პროექტში – ,,შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში – 2022“ მოწვეულნი იყვნენ, როგორც ქართველი, ასევე, უკრაინელი მხატვრები. გამოფენა საქველმოქმედოა, 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და შემოსული თანხიდან უკრაინელ მოქალაქეებს დაეხმარებიან.

პროექტის მიზანს წარმოადგენს ხელოვნების პოპულარიზაცია, მხატვრების საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარება.

მსგავსი სტატიები