ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 3 საკითხზე იმსჯელა. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აისახა ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტი. საკითხზე მუდმივმოქმედმა კომისიამ დადებითი დასკვნა წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, დარგობრივი კომისია განიხილავს და სხდომაზე დასკვნას წარადგენს ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2022 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების თაობაზე.” კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც კომისია შეისწავლის და საკრებულოს დასკვნას წარუდგენს არის განკარგულების პროექტი, რომელიც ქ. ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას” ეხება.