ოზურგეთში ახალი გურული სუნელ-სანელებლების გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა
სოფელ დვაბზუში მეწარმე თენგიზ გოგუაძეს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან და USAID-ის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა და ახალი, გურული სუნელ-სანელებლების გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს.
საწარმო, სადაც ორი სახეობის – წითელი და მწვანე გურული სუნელის წარმოება ხდება, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში 80 000 აშშ დოლარით დაფინანსდა.