დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგის გათვალისწინებით 3 საკითხი განიხილეს. ინფრასტრუქტურს კომისიის წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალგამყვანი და წყალშემკრები არხების მდგომარეობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც კომისიის წევრების მიერ მიღბულ იქნა ცნობად. დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი ეხებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერებისა და პარკების ინვენტარიზაციას. აღინიშნა, რომ ინვენტარიზაცია მიმდინარეობს ეტაპობრივად და დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს. სხდომის დასასრულს, კომისიის თავმჯდომარემ ბექა თოიძემ, კომისიის წევრებს შემოსული კორესპოდენცია გააცნო, რომელიც რეაგირებისთვის გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიას.