ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგის გათვალისწინებით 3 საკითხი განიხილეს.
ინფრასტრუქტურის კომისიის წვერებმა ინფორმაცია მოისმინეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ. საკრებულოს წევრებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ აღნიშნული საკითხი წარდგენილი იქნას საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი ეხებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის განთავსების წესებისა და გეგმის შესახებ, რომელიც კომისიის წევრების მიერ მიღბულ იქნა ცნობად.
სხდომის დასასრულს, კომისიის თავმჯდომარემ ბექა თოიძემ, კომისიის წევრებს შემოსული კორესპოდენცია გააცნო, რომელიც რეაგირებისთვის გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიას.