ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დავიწყეთ. არაერთი თაობის ოცნება იყო, რომ ჩვენს ქალაქს თანამედროვე საჩოგბურთო კომპლექსი ჰქონოდა.
პროექტის ფარგლებში სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა რამდენიმე ახალი კორტი, განათება, სარეკრეაციო და სპორტულ – გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა.
„მოველით, რომ სამუშაოების დასრულების შემდგომ, სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანი ჩაერთვება. ჩვენ, ასევე შევძლებთ მაღალი დონის ტურნირებსაც ვუმასპინძლოთ. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ოზურგეთის მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
მსგავსი სტატიები