ქალაქ ოზურგეთში, ნინოშვილის ქუჩაზე ახალი პარკის მშენებლობა დაიწყო, რომლის სამუშაოებსაც ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად გაეცნო.
„დავიწყეთ ნინოშვილის ქუჩაზე პარკის მშენებლობა, სადაც შეიქმნება ახალი რეკრეაციული სივრცე, რომ ყველა თაობის ადამიანმა თავისუფალი დრო აქ სასიამოვნო გარემოში გაატაროს. მჯერა, ბავშვების და მათი მშობლებისთვის, ახალგაზრდების თუ უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, ჩვენს ქალაქში ეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი იქნება,“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.