დღეს ოზურგეთის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე სურგულაძემ და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემ ანასეულის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარები მოინახულეს და დამდეგ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ტკბილეული გადასცეს.