ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ახალი წელი იმ ადამიანებს მიულოცა, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ახალ წელს საკუთარ ოჯახებში ვერ ხვდებიან. მერმა საპატრულოს, პოლიციის, სამედიცინო და სახანძრო-სამაშველო სამსახურების, ასევე კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯიას ” თანამშრომლები მოინახულა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.