დაბა ლაითურში მოსახლეობის თერმოსკრინინგი ჩატარდა

მოსახლეობის თერმოსკრინინგი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თერმოსკრინინგი გრძელდება. მეორე დაბა, სადაც დღეს მედიკოსებმა მოსახლეობის შემოწმება დაიწყეს – ლაითურია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოხალისეებთან და სამართალდამცავებთან ერთად მოსახლეობას სახლში აკითხავენ და ტემპერატურას უზომავენ. ფასდება მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია და ზუსტი დიაგნოსტიკა. თერმოსკრინინგს სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები: სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარაია, გუბერნატორის მოადგილე აკაკი შენგელია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: ირაკლი სირაძე, ოსიკო თოთიბაძე და ალექსანდრე სურგულაძე აკვირდებიან. ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.

#ოზურგეთი2020 #stopcov #თერმოსკრინინგი #დაბალაითური

მსგავსი სტატიები