მერიამ თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხა წარადგინა

საკრებულოს მორიგ სხდომაზე, მერიამ წარმომადგენლობთ ორგანოს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ – დადგენილების პროექტი წარუდგინა. პროექტზე მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესებზე,მოცემულ საშტატო ნუსხით არ იგეგმება შტატების შემცირება, საშტატო ნუსხას ემატება 5 საშტატო ერთეული. “ასევე, წარმოდგენილი საშტატო ნუსხა ითვალისწინებს მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის შეერთებას მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურთან და სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურიდან, ზედამხედველობის განყოფილების გამოყოფას და ზედამხედველობის სამსახურის შექმნას. პროექტის მიხედვით, თანამშრომელთა გადაყვანა მოხდება მობილობის წესის გათვალისწინებით. ” ოზურგეთის საკრებულომ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ – დადგენილების მისაღებად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.