საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოსთან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა პროექტის ფარგლებში „შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“, რომელსაც ახორციელებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) მხარდაჭერით.

შეხვედრის მთავარ მიზნებს წარმოადგენდა, გენდერული პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება, განხორციელებული ინტერვენციები, გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებები, გენდერული პოლიტიკები და მიდგომები.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს გენდერული თანასწორობის ადგილობრივ ვალდებულებებსა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაზე.

შეხვედრას გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები