საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ოზურგეთის მერიის, სსიპ აწარმო საქართველოში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, მეწარმეობის პრაქტიკული ტრენინგ კურსი გაიმართა თემაზე – „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“.
სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას ადგილობრივ მეწარმეებთან ერთად, მერის მოადგილე, ნათია გოლიაძე ესწრებოდა.