27 იანვარს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, “ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის” სიგელით დაჯილდოვდა.
ჯილდო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელს გია მამაკაიშვილს გადაეცა, რომელმაც ოზურგეთში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და მისი სეგრეგაციის მიმართულებით ახალ მოდელზე გადასვლის შესახებ ისაუბრა.
აღნიშნული კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, “ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის” სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის იდეა პირველად გაჩნდა 2015 წელს „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.
გამარჯვებულთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტიცაა – შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით სიგელი გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.
კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო”, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.