საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს სპეციალური ტექნიკა და კონტეინერები გადასცა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, 4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი მანქანა და 300 კონტეინერი გადმოეცა.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ სპეციალურ ტექნიკა და კონტეინერები ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში, შავი ზღვის სანაპიროს, მასში ჩამავალი მდინარეებისა და მიმდებარე ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში შეიძინა.
ახალი ტექნიკის საშუალებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაუმჯობესდება ნარჩენების შეგროვებისა და მართვის პროცესი. დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის მომსახურება კი, მუნიციპალიტეტების კიდევ უფრო მეტი მაცხოვრებლისათვის გახდება ხელმისაწვდომი. გამოყენებული იქნება როგორც ნარჩენების შეგროვების როგორც კონტეინერული მეთოდი, ისე „ზარის პრინციპით“ შეგროვების მეთოდი – მაღალმთიანი სოფლებისთვის.
სპეციალური ტექნიკისა და კონტეინერების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი დაესწრნენ.