ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, სოფელ შემოქმედში მუზეუმი მოინახულა, რომელიც უფუნქციოდ და უპატრონოდ იყო მიტოვებული.
„ულამაზესი ადგილი და შესანიშნავი ინფრასტრუქტურა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში უფუნქციოდ და უპატრონოდ იყო მიტოვებული. ყველაფერს შევაკეთებთ და განვაახლებთ. მალე, ეს ადგილი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის საყვარელი ლოკაცია გახდება და არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს.“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.