ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით დარჩია აირჩიეს.
დავით დარჩია საკრებულოს თვამჯდომარის კანდიდატად ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-მ წარადგინა. მან საკრებულოს 28 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა.
“მადლობა მინდა ვუთხრა ოზურგეთლებს მხარდაჭერისთვის და იმ ნდობისთვის, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა.
აქვე, მსურს მადლობა გითხრათ კოლეგებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და ვაკეთოთ საქმე, ოზურგეთის წინსვლისთვის. დღეს, როდესაც მერი და საკრებულოს უმრავლესობა არის ერთი გუნდის წევრები, კიდევ უფრო კოორდინირებულად, თანმიმდევრულად უნდა ვიზრუნოთ ყველა იმ გეგმის, პროგრამის განსახორციელებლდ, რომელიც შევთავაზეთ მოქალაქეებს. “ქართული ოცნება” ხალხის სამსახურში დგას და ეს პრინციპი ადგილობივ დონეზეც ეფექტურად განხორციელდება.”- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
დავით დარჩია საკრებულოს თავმჯდომარედ მესამე ვადით აირჩიეს.