ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს. ქულები აგრობარათზე დაირიცხება.
სამი ჰექტარი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის. სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეთხილეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.