თხილის ხელშეწყობის ახალი პროგრამა

მთავრობა თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალ პროგრამას იწყებს

🌰 საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელთაც 0,2 იდან – 3 ჰა ჩათვლით თხილის ფართობი აქვთ საკუთრებაში ან სარგებლობაში, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს – ქულები აგრობარათზე დაირიცხება.

✅ 3 ჰექტრის ან მეტი ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის – სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.

🔸 თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამებთან დაკავშირებით, ოზურგეთში სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მეთხილეები და დაინტერესებული პირები.

    

მსგავსი სტატიები