ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია ოზურგეთში

ქალაქ ოზურგეთში, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის – „არა ქალზე ძალადობის“ ფარგლებში ფლეშმობი გაიმართა, რომლითაც ქორეოგრაფიული სტუდიის „ზენაარის“ მოცეკვავეებმა ძალადობა სიმბოლურად გააპროტესტეს.

ღონისძიებას ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჭანიშვილი, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ქეთევან ხომერიკი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული კამპანია მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

მსგავსი სტატიები