ოზურგეთში მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებმა, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისთვის სემინარი გამართეს.
შეხვედრას, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა ესწრებოდნენ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ლალი სიჭინავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჭანიშვილი.