ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჭანიშვილმა და მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, შშმ პირებთან და პროექტ ,, ქალების ძალა ინკლუზიისთვის“ წარმომადგენლებთან, რომელსაც 2020 წლიდან ახორციელებს ორგანიზაცია ,,ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო“.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალებისა და გოგოების მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბრად მონაწილეობისათვის.
პროექტს სამი ძირითადი მიმართულება აქვს: ქალთა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება, პოლიტიკური მონაწილეობა და სოციალური თანასწორობა.
შეხვედრაზე, ასევე იმსჯელეს გენდერული თანასწორობის ადგილობრივ ვალდებულებებზე.
მსგავსი სტატიები