ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ სხდომაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ – აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, „თანამონაწილოებისა და ჩართულობის ცენტრთან – სიპისი ქალთა ფონდი“ ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმი სხვადასხვა ეროვნების ქალთა მხარდაჭერას ითვალისწინებს. სხდომაზე ისაუბრეს ოზურგეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებასა და საჭიროებათა კვლევაზე, ასევე, იმ მიგნებებსა და რეკომენდაციების შესახებ , რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს ქალთა განათლებას, სამეწარმეო უნარების გაუმჯობესებასა და სამოქალაქო პროცესებში ჩართულობას.
„ფინანსური დამოუკიდებლობა, საგანმანათლებლო თუ სამეწარმეო პროექტებში მონაწილოება ძალიან მნიშვნელოვანია ქალებისთვის, არა მხოლოდ მათი ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით, არამედ ეს არის ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაც“ – აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჭანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმაში ცვლილებებიც იგეგმება.
მსგავსი სტატიები