ოზურგეთის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც 2023 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.
საუბარი ასევე, მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებს და შშმ პირთათვის აქტუალურ საკითხებს შეეხო.
შეხვედრას ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, საბჭოს წევრებთან, შშმ პირებთან და მათ მშობლებთან ერთად დაესწრო.