ოზურგეთის მერიაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების შემსწავლელი საბჭოს შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა 2022 წლის შესრულებული პროგრამები განიხილეს და 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შშმ პირთა პროგრამების შესახებ ისაუბრეს.
მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.