ოზურგეთის მერია აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამას 180 000 ლარით დააფინანსებს – ამის შესახებ ინფორმაციას მერი ავთანდილ თალაკვაძე ავრცელებს.
„2023 წლის 1 იანვრიდან სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები და ინიციატივები დავიწყეთ.
ოზურგეთის მერია 2023 წელს, აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამას 180 000 ლარით დააფინანსებს.“ – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.