ტრენინგი ინფორმაციის თავისუფლების თემაზე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე.

ამჯერად, ტრენინგი გურიის რეგიონში ჩატარდა, რომელიც მხარის რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ გახსნა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ტრენინგს ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტი გვანცა მეუნარგია უძღვებოდა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების, ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.

პროექტის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.

შეხვედრები მუნიციპალიტეტების და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან უკვე გაიმართა ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში.

      

მსგავსი სტატიები