ოზურგეთში, დედა ენის დღის ფარგლებში, კალიგრაფიის კონკურსი „ქართული ხელნაწერი“ ჩატარდა, რომლის მიზანიც, ქართული დამწერლობის და კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერის კულტურის განვითარება და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენაა.
მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით გამართულ კონკურსში მონაწილეობა, საჯარო და სამრევლო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
მონაწილეთა ნამუშევრების შეფასების შემდგომ გამოვლინდება სამი გამარჯვებული და ერთი ჟიურის რჩეული, რომლებიც ოზურგეთის მერიისგან დიპლომებით და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.