დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტები:
,,მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“;
,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხადაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტები“;
,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“;
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ოზურგეთში წერეთლის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე’’;
,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“;
,,ევროპის საბჭოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გასაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შეთანხმების თაობაზე’’;
,,მუნიციპალიტეტის დასახლებებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ.“
აგრეთვე, დამტკიცდა შემდეგი დადგენილების პროექტი: მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის შესახებ.
საკრებულომ, მოისმინა, დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო შემაჯამებელი ინფორმაცია 2022 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის, ცენტრალური ბიბლიოთეკისა და სამუზეომო გაერთიანების გაწეული საქმიანობის შესახებ და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოხსენება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების მიზნობრივად გამოყენების, საიჯარო ქირის ამოღებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის გამოყენების ეფექტურობის თაობაზე.
მსგავსი სტატიები